ავიახომალდ Boeing 737 MAX-ის გასულ წელს მომხდარი ორი ავიაკატასტროფა კორპორაცია Boeing-ს საერთო ჯამში 18,7 მილიარდი დოლარი დაუჯდება - აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება.
ტელეკომპანიის შეფასებით 737 MAX-ის დამკვეთების კომპენსაცია უკვე აღწევს 8,3 მილიარდ დოლარს, დამატებით 6,3 მილიარდი ეს არის გაზრდილი ხარჯები, რომელიც ამ სერიის თვითმფრინავების წარმოების მოდერნიზებისთვის უნდა დახარჯოს. გარდა ამისა, თავად კომპანია აფასებდა 4 მილიარდ დოლარად 737 MAX-ის აწყობის განახლებას მათი ექსპულატაციის აღდგენის შემდეგ. ამას ემატება დაღუპულთა ნათესავებისთვის კომპენსაციის გადახდის 100 მილიონი დოლარი.
განსხვავებული ციფრები მოჰყავს Merrill Lynch-ის ანალიტიკოს რონალდ ეპსტეინს, რომლის თქმითაც კომპანიის ზარალი აღნიშნული შემთხვევების გამო 23 მილიარდ დოლარს მიაღწევს.