ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ ქუომო აცხადებს, რომ ბიზნესის ხელმძღვანელებს მოუწევთ, კორონავირუსის აფეთქების პერიოდში ოფისებში დასაქმებულების რაოდენობა შეამცირონ.
მისი თქმით, ბიზნესმა თანამშრომლებს უდნა შეუქმნას იმის პირობები, რომ სახლებიდან იმუშაონ.
„ჩვენ ნამდვილად მოგვიწევს უფრო აგრესიული ქმედებების გატარება. ეს თავისით არ წავა. მოგწონთ თუ არა, ჩვენ უნდა მივიღოთ მკაცრი გადაწყვეტილებები. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ შევამციროთ სიმჭიდროვე“,-აცხადებს გუბერნატორი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის შტატში კორონავირუსის 193 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ეს რიცხვები აუცილებლად გაიზრდება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა ქუომომ.