კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია. კერძოდ, "საქართველოს ბანკში" 1 დოლარის შეძენა 3 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.9200 ლარად.
რაც შეეხება "თიბისი ბანკის" სტანდარტულ მომხმარებლებს 1 დოლარის ყიდვა 2,9950 ლარად შეუძლიათ, ხოლო გაყიდვა - 2.8850 ლარად.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8463 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0328 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2591 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.