იტალიაში სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა

იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ქვეყანაში ყველა დაწესებულება დაიხურა. იქამდე კი, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 827 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირების შემთხვევები კი 12 462-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 1 135 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 38-ია.

დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა 1 თვით აკრძალა
ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს
„კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია"