14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან

საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდულ რეჟიმს გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი ემატება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ ან მათაც საკარანტო რეჟიმი გაიარონ.

„მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან, ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, გარდა ამისა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას“,- განაცხადა გახარიამ.

სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე მოხდება
„ვავალებ შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში უზრუნველყოს მოქალაქეების თვითიზოლაციის წესების ზუსტი აღსრულება"
პანდემიის გამოცხადებამ აზიის წამყვან საფონდო ბირჟებზე ვარდნა გამოიწვია