პანდემიის გამოცხადებამ აზიის წამყვან საფონდო ბირჟებზე ვარდნა გამოიწვია

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დღეს დილით ინდექსების ვარდნით დაიწყო. აღნიშნული დაკავშირებულია ჯანმო-ს მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებასთან. Hang Seng-ის ინდექსი 573 პუნქტით (2,27%) 24 657-მდე შემცირდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო სამი წლის განმავლობაში.

შანხაის საფონდო ბირჟაზე კი 1,09%-იანი კლება ფიქსირდება, შესაბამისად, „შანხაის კომპოზიტი“ დაეცა 2936,02 პუნქტამდე. შენჟენის ბირჟაზე კი „შენჟენის კომპონენტმა“ 1,59%-ით იკლო 11022,40 პუნქტამდე

5%-ით დაეცა ტოკიოს საფონდო ბირჟაზე Nikkei-ის ინდექსი, რომელიც 225 იაპონურ კომპანიას აერთიანებს, ის 18533,71 პუნქტამდე შემცირდა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. 4,31%-ით 1325,27 პუნქტამდე შემცირდა უფრო მსხვილი ელიტური გაერთიანების TOPIX-ის ინდექსი.

ამასთან, იაპონური იენი დოლართან მიმართებაში მყარდება, რაც არ აწყობთ ექსპორტიორებს.

კოკა კვირკველია
სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე მოხდება
„ვავალებ შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში უზრუნველყოს მოქალაქეების თვითიზოლაციის წესების ზუსტი აღსრულება"
14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან