Apple-ი კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიაში მოქმედ ყველა მაღაზიას ხურავს

ამერიკულმა კომპანიამ Apple მიიღო გადაწყვეტილება დროებით დახუროს იტალიაში მოქმედი ყველა მაღაზია. ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეა - იუწყება AppleInsider.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ვირუსის ლოკალიზების წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენს პრიორიტეტად რჩება იმ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, სადაც ვეწევით მოსამხურებას. ამის გათვალსიწინებით ვხურავთ მაღაზიებს იტალიაში შემდგომ განკარგულებამდე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, Apple იტოვებს მასთან ტელეფონით ან ონლაინ დაკავშირების სამსახურს. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ონლაინ მაღაზიები.

როგორც ცნობილია, ძალიან ბევრმა კომპანიამ და სავაჭრო ობიექტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება იტალიაში საკუთარი ობიექტების დახურვის შესახებ. განსაკუთრებით ეს ტენდენცია ფიქსირდება ფლორენციაში, ვენეციასა და მილანში.

ცნობისათვის, 11 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა, 12 462-ს შეადგენს. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს აღწევს.

კოკა კვირკველია