ლონდონის ICE ბირჟაზე ბრიტანული Brent-ის მარკის ნავთობზე ფასმა თბილისის დროით 04:55 წუთისთვის ბარელზე 33,85 დოლარი დააფიქსირა.
ბარელზე 31,01 დოლარამდე არის შემცირებული ამერიკული WTI ტიპის ნავთობის ფასი, მაშინ როცა 1 დღით ადრე მისი ფასი 33,10 დოლარი იყო.
შეგახსენებთ, 9 მარტს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 31.03 აშშ დოლარამდე დაეცა. ფასის ასეთი ვარდნა განაპირობა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ოპეკი+ ქვეყნებმა ვენაში ვერ მოილაპარაკეს ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებაზე, რომელზეც მოთხოვნა კორონავირუსის გამო შემცირდა.