კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული მატჩი გადაიდო, ნაწილი კი მაყურებლების გარეშე ტარდება

ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული მატჩი გადაიდო, ნაწილი კი მაყურებლების გარეშე ტარდება. მატჩები დროებით გადაიდო ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA-ში“). აღსანიშნავია, რომ NBA-ს რამდენიმე კალათბურთელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება და მათ შორის, „სერია A“-ს გათამაშება შეჩერდა.

მაყურებლის გარეშე ჩატარდა რამდენიმე მატჩი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჩემპიონატზე -„ჩემპიონთა ლიგაზე“.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა" პირველ აპრილამდე შეჩერებულია.

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატზე კი „სუპერლიგისა“ და „ა ლიგის“ მატჩები უმაყურებლოდ ტარდება. ასაკობრივი ჩემპიონატები კი დროებით შეჩერებულია.