კორონავირუსის გამო Fiat ავტომობილების წარმოებას წყვეტს

კონცერნმა FCA პანდემიური ვირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომიდინარე მიღებული ზომების შესახებ გამოაცხადა.

კომპანიის გადაწყვეტილებით შეწყდება ავტომობილების წარმოება რამდენიმე ქარხანაში. იტალიის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე კი კომპანია აპირებს სამუშაო ადგილებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ხოლო ოფისის თანამშრომლებს გადაიყვანენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმში. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეჩერების რეჟიმმა ჯამურად წარმოების მოცულობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს.

FCA მუშაობას აჩერებს პამილიანო დ’არკოს, მალფის, ატესეს და კასინოს ქარხნებში 2-3 დღით. Evercore ISI-ს შეფასებით ამ საწარმოებში წლიურად 600 ათასი ავტომობილი გადმოდის კონვეიერიდან, რაც ევროპაში საავტომობილო წარმოების 4%-ია.

წყარო: www.autobild.ge