ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების გამო და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გაცხადებული რეკომენდაციების შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურო მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წყვეტს ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრის მიზნით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ამონასუთქ ჰაერში, - ამის შესახებ ინფორმაციას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიურო აგრძელებს ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრას სისხლის ანალიზის მეთოდით. აღნიშნული კვლევისთვის ნიმუშის ასაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ კლინიკებს:
შპს. „აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი (ქ.თბილისი);
შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ქ.გურჯაანი);
შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ დუშეთის სამედიცინო ცენტრი (დუშეთი);
სს. „ქ.რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ (ქ.რუსთავი);
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ მესტიის საავადმყოფო (მესტია);
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ ხაშურის საავადმყოფო (ქ.ხაშური);
შპს „მედალფა“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი (ქ.ოზურგეთი);
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ასპინძა (ქ.ასპინძა);
შპს „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა; სამკურნალ.ო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“ (ქ. ქუთაისი);
შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ (ქ.ბათუმი)
სს ქ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „ რესპუბლიკა“ (ქ.ზუგდიდი);
შპს „არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი (ქ.ლაგოდეხი);
შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღი (ქ.სიღნაღი);
შპს „არქიმედეს კლინიკა“ სენაკი (ქ.სენაკი);
სს-საჩხერის რაიონული საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანება (ქ.საჩხერე);
ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში ბიუროს ნარკოლოგიური განყოფილებები მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წყვეტენ 24 საათიანი მომსახურებას და სამუშაო საათები განისაზღვრება სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 09.00 საათიდან -18.00 საათამდე.
განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ბიუროს სერვისებთან დაკავშირებით ნებისმიერ კონსულტაციას ბიურო გაწევს დისტანციურ რეჟიმში.