ლარი დოლართან მიმართებით 7 თეთრით, ხოლო ევროსთან - 5.5 თეთრით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9494 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9494 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8791 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0703 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3145 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0554 ლარი შეადგინა.