„სილქნეტი“ საიუბილეო დღეებს 10 საუკეთესო აქციის შეთავაზებით აღნიშნავს

12-დან 15 მარტის ჩათვლით, როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ქსელის არსებული აბონენტები შეძლებენ ჩაერთონ შემდეგ აქციებში:

1. სააბონენტოზე 5 ლარის დამატებით, ოპტიკური ქსელის მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურ პაკეტს - ინტერენტსა (100 მბ) და ტელევიზიაზე (ყველა არხი) 3 თვით.

2. ერთით ზედა პაკეტს გაიაქტიურებენ ოპტიკური ორმაგი შეთავაზების აბონენტები, 3 ლარის სააბონენტოზე დამატებით. ეს პირობა ძალაში დარჩება 3 თვის განმავლობაში.

3. თუ მომხმარებელი დაიმატებს ინტერნეტს ან ტელევიზიას და გაიორმაგებს სერვისს, მიიღებს 30 % იან ფასდაკლებას 6 თვით.

4. მსურველი უფასოდ ისარგებლებს ბუსტის პირობით - არსებული ინტერნეტი 3 თვით 20 მბ/წმ სიჩქარით გაიზრდება.

შეთავაზება მობილურ სერვისზე:

1. ულიმიტო ინტერნეტი 19 ლ. - ვადა 30 დღე.

2. „მეტი უსასრულო+“ 19 ლ. - უსასრულო საუბარი, უსასრულო სმს და 7GB ინტერნეტი 35 ლარის ნაცვლად 19 ლარად, ვადა 30 დღე.

3. 7 GB - 7 ლარად- ვადა 30 დღე.

4. ლოკალური 500 წთ 7 ლარად - ვადა 30 დღე.

შესაძლებელია ოთხივე აქციის ერთად და ცალ-ცალკე გააქტიურება. რამდენიმე პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულ პაკეტს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

სმარტფონების აქცია საიუბილეო დღეებში, 12-დან 15 მარტის ჩათვლით, HUAWEI და SAMSUNG სმარტფონებს 20%-იანი ფასდაკლებით შეთავაზებს მომხმარებლებს თბილისში და რეგიონებში.

(სრული ინფორმაცია ათივე შეთავაზების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სილქნეტის ვებ გვერდზე: სილქნეტი 10 წლის დაბადების დღეზე 10 აქციას გთავაზობთ).

საიუბილეო დღეები სილქნეტში დღეიდან დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.