გეგმა, რომელმაც ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედება უნდა შეარბილოს - რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ გეგმის შესახებ წერს, რომელმაც ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედება უნდა შეარბილოს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ესაა ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელმაც ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედება უნდა შეარბილოს:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ ნული პროცენტით;

2. დღგ-სგან განთავისუფლდეს ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 165 ათას ლარს, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ათასი ლარისა;

3. გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ბოლომდე საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე;

4. მთავრობამ მოახდინოს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და შეამციროს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები, არანაკლებ 300 მილიონი ლარის ოდენობით, ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და განაკვეთების ცვლილების გამო;

5. ლარის კურსის გაუფასურებისა და ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით შეამციროს კომერციული ბანკების რეფინანსირების სესხების მოცულობა,“- წერს გოცირიძე.

თაია არდოტელი