ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისთვის, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მისამართი - www.rs.ge; ელექტრონული სერვისების გვერდის მისამართი: www.eservices.rs.ge ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@rs.ge;
სატელეფონო ცენტრის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 2 299 299.