კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. კერძოდ, "საქართველოს ბანკში" 1 დოლარის შეძენა 3.015 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.945ლარად.
"თიბისი ბანკის" სტანდარტულ მომხმარებლებს 1 დოლარის ყიდვა 3.0100 ლარად შეუძლიათ, ხოლო გაყიდვა - 2.9100 ლარად.
"ვითიბი ბანკში" 1 დოლარის შეძენა 3 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.93 ლარად.
"ბაზის ბანკის" მომხმარებლებს 1 დოლარის ყიდვა 3.005 ლარად შეუძლიათ, ხოლო გაყიდვა - 2.945 ლარად.
"ქართუ ბანკში" 1 დოლარის შეძენა 2.9950 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.9450 ლარად.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9494 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8791 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0703 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3145 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0554 ლარი შეადგინა.