კორონავირუსის გამო  მასშტაბური ღონისძიება "ბათუმობა" არ ჩატარდება

კორონავირუსის გამო, ბათუმში მასშტაბური ღონისძიება "ბათუმობა" არ ჩატარდება, - ამის შესახებ განცხადება ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მან საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რომ პრევენციის მიზნით, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს.

როგორც ლაშა კომახიძე აცხადებს, ბათუმის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. მისივე თქმით, ყველა სამსახურებში მინიმუმამდე შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა.

ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მუშაობას არ შეწყვეტს ბათუმის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტი და შპს „სანდასუფთავება“, რადგან ქალაქის პარალიზება არ მოხდეს. მოქალაქეთა მომსახურება ბათუმის მერიაში 15 აპრილამდე შეიზღუდება.