სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს დისტანციური საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს საკომუნიკაციოდ დისტანციური საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გთავაზობთ სამსახურთან საკომუნიკაციოდ ისარგებლოთ არსებული დისტანციური საშუალებებით.

პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებები/შეტყობინებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ: ელექტრონულ ფოსტაზე - office@stateinspector.ge; სამსახურის ვებგვერდზე (personaldata.ge) არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის - აპლიკაციის მეშვეობით; სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე; მობილური აპლიკაციის inspect2 ის საშუალებით (აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია ანდროიდის სისტემის მობილური მოწყობილობებისათვის Google Play-დან და iPhone-ის ტელეფონებისათვის Play Story-დან). პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ სატელეფონო ნომერზე დარეკვის (032 2 421000) ან ელექტრონულ ფოსტაზე office@stateinspector.ge მომართვის გზით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე შეტყობინებები მიიღება:ელექტრონულ ფოსტაზე - office@stateinspector.ge; სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://sis.gov.ge) არსებული აპლიკაციის საშუალებით - https://stateinspector.ge/ka/place-your-statement;

ცხელი ხაზის ნომერზე (199)“,- ნათქვამია განცხადებაში.