"თიბისი ბანკი" დისტანციურ მუშაობაზე გადადის

"თიბისი ბანკი" დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

"ბიზნესპრესნიუსი" "თიბისი ბანკის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზად ვართ, უახლოეს დღეებში მაქსიმალურად გადავიდეთ დისტანციურ მუშაობაზე.

"თიბისი" ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად, იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება.

ჩვენი განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა ამ პერიოდში და აარიდებს მათ დამატებით საფრთხეებს",- ნათქვამია განცხადებაში.