აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციების ფაების მკვეთრი ვარდნის გამო დამცავი მექანიზმი ამოქმედდა და ვაჭრობა დროებით შეჩერდა.
CNN-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Dow Jones-ის საფონდო ინდექსი 8.1%-ით, S&P 500-ის 7.03%, ხოლო Nasdaq Composite-ის 6.46%-ით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ამის გამო საფონდო ბირჟები 15 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.
გამოცემის ცნობით, აშშ-ში კომპანიების ფასების მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაციის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შედეგია.
ამასთანავე რეკორდულად დაეცა აქციების ფასები ევროპულ საფონდო ბაზარზეც. გერმანიის DAX-ის ინდექსი 9.6%-ით შემცირდა. მსგავსი მოვლენა ბოლოს 1987 წელს დაფისირდა.
რაც შეეხება ევროპის სხვა საფონდო ბირჟებს, საფარანგეთის CAC-ის ინდექსი 9.8%-ით, ხოლო ბრიტანული FTSE 100 9%-ით შემცირდა.