Independent- კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე მოკლავს

კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე მოკლავს. ამ სათაურით სტატიას გამოცემა Independent ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ზარალი უზარმაზარი იქნება და მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვან დაღს დაასვამს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მოუტანოს, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესს დააზარალებს, რის გამოც შესაძლოა, ათასობით კომპანია გაკოტრდეს და მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს.

სტატიის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს დააზარალებს. ამის მიზეზი საჭირო მასალისა და აღჭურვილობის დეფიციტი იქნება, რომლებიც კომპანიების უმეტესობას ჩინეთიდან შემოაქვს.

აქედან გამომდინარე სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაში მილიონობით ადამიანი დგას, რომლებიც გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებენ.

Independent-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებამ კატასტროფული შედეგი მოუტანა საფონდო ბირჟებს, სადაც აქციების ფასი რეკორდულად დაეცა. სპეციალისტების მტკიცებით, მსგავსი შემთხვევა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.

ამასთანავე, ვირუსის გავრცელების გამო მნიშვნელოვნად დაეცა ნავთობის ფასი, რაც ისეთ ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს, როგორებიც რუსეთი და საუდის არაბეთია, უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს მოუტანს.

ბექა ბერიაშვილი