ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა პარასკევს ვარდნით გაიხსნა. ასეთი კლება აქციებზე ბოლოს 12 წლის წინ დაფიქსირდა. Hang Seng-ის ინდექსი 1 789 პუნქტით (7,36%) – 22 519 პუნქტამდე შემცირდა. უარყოფითმა დინამიკამ მოიცვა ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა მიმართულება.
ვარდნით დაიწყეს მუშაობა შანხაისა და შენჯენის ბირჟებმაც.
„შანხაის კომპოზიტმა“ ღირებულების 4,0% დაკარგა და 2 804,23 პუნქტამდე დაეშვა. "შენჟენის კომპონენტი" კი 5,11%-ით გაუფასურდა, 10 382,22 პუნქტამდე.
20 წლის წინანდელ ვარდნის რეკორდს აფიქსირებს ტოკიოს ბირჟა. აზიის უმსხვილეს საფონდო ბირჟაზე Nikkei-ის ინდექსი 6,73%-ით, 17 310,29 პუნქტამდე დაეცა და 18 ათასის ფსიქოლოგიური ბარიერი გაარღვია.
მკვეთრი ვარდნის გამო მალევე დაიხურა სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟა. ინდექსმა KOSPI ღირებულების 5,87% დაკარგა და 1726,51 პუნქტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ აზიური საფონდო ბირჟების ვარდნა მოჰყვა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ 9%-იან ვარდნას. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა 1987 წლის შემდეგ.