ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა. ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა მცირე კომპანიების 60%-ზე მეტი. ინფორმაცია ამის შესახებ ინდუსტრიის ვიცე-მინისტრი, ქსინ გუობინი ავრცელებს.
მისივე თქმით, ქვეყანა სატრანსპორტო მიმოსვლაზე მკაცრი შეზღუდვების თანდათან მოხსნას იწყებს.
ამასთან, worlometer-ის მონაცემებით, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე ამ დროისთვის კორონავირუსის მხოლოდ 21 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მედიის ცნობით, მათგან რამდენიმე იმპორტირებულია.