ვის სთავაზობს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პირობებს „თიბისი ბანკი“?

„თიბისი ბანკი“ მოქალაქეებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პირობებს სთავაზობს.

„ბიზნესპრესნიუსი: ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ,“-ნათქვამია განცხადებაში.

თაია არდოტელი