2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 855.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აქედან, ექსპორტი 526.3 მლნ აშშ დოლარი (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 328.7 მლნ აშშ დოლარი (6.8 პროცენტით მეტი) იყო.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 802.5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.3 პროცენტი შეადგინა.