როდის დაიწყებს „თიბისი“ სესხებზე საშეღავათო პერიოდის პროცედურებს?

„თიბისი ბანკი“ მოქალაქეებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პირობებს სთავაზობს. მათი ცნობით, ბანკი ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შესთავაზებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს.

ამასთან, როგორც ბანკში აცხადებენ, თიბისი მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას.

„თიბისი“ მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას. დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

„თიბისი“ ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად,“-ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

თაია არდოტელი