ნავთობი 16%-ით გაუფასურდა

2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული ნავთობის ფასი დღეს ყველაზე დიდი დაცემის ეტაპზეა.

ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მან ღირებულების 16% დაკარგა. მსოფლიოში ყველაზე დიდმა ექპორტიორმა საუდის არაბეთმა, რამდნიმე ხნის წინ, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის შეხვედრის დროს, განაცხადა რომ წარმოების მოცულობა დღეში 400 000 ბარელამდე შეამცირა.

ლოგიკურია, რომ მსგავს ქმედებას ნავთობზე ფასების გაზრდა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, საუდის არაბეთის გადაწყვეტილების გამო, დანაკლისის შევსება ირანისა და ნიგერიის ხარჯზე მოხერხდა. ამის გამო, უახლოესი 6 თვის განმავლობაში აფრიკულ და ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე ფასების გაზრდას ვარაუდობენ, ხოლო WTI-ზე ფასი უკვე მომავალ გაზაფხულზე დაეცემა.

როგორ აისახება ეს ყველაფერი ნავთობის მომხმარებლებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე? არსებობს ორი მოსაზრება, რომელსაც ნავთობის ფასების ცვლილების ახსნა შეუძლია: შემცირებული მოთხოვნები და მაღალი მიწოდება. ამ ფაქტებიდან, რომელი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან ჯერ გაუგებარია.

შეიძლება ყველაფერში დამნაშავე შემცირებული მოთხოვნებია. ევროპის ეკომონიკის ”გაყინვა”, ჩინეთის ეკომონიკის შენელებული ზრდა და აშშ-ში მოხმარებული ნავთობის მდგრადობა - ეს ყველაფერი ნავთობის ფასებს ქვემოთ მიეზიდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არის შემცირებული.

ენდრიუ ქენინგემი კომპანია Capital Economics-ის უფროსი ეკონომისტი: ”ნავთობის ფასზე 10 დოლარიანი შემცირება ექვივალენტურია მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,5%-ისა. ამას პირველ რიგში, ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება გლობალური მოხმარების კუთხით, რადგან მომხმარებელი უფრო მეტად არის მიმართული ხარჯოს შემოსავალზე მეტი, ვიდრე კომპანიები. აქედან გამომდინარე, ფული, რომელსაც ადამაინები ნავთობზე დაზოგავენ, დაიხარჯება სხვადასხვა შენაძენებზე, რაც მსოფლიოში მოთხოვნების 0,2-0.3 %-ით გაზრდას გამოიწვევს”.

თუმცა, რამდენად კარგის მომტანი იქნება ეს ყველაფერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მაგალითისთვის, ევროპაში სადაც პოლიტიკოსები უკვე ებრძვიან დეფლაციას, ნავთობზე დაბალი ფასები ხელს შეუშლის ევროპის ცენტრალური ბანკის მცდელობებს შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა.