12-13 მარტს, ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის რაიონში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 2138 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.