"ის, რაც ხდება ამ დღეებში, მხოლოდ მოლოდინებია, დაახლოებით ისეთი, როგორც საფონდო ინდექსების ვარდნაა“ - აკაკი ცომაია ლარის გაუფასურებაზე

"ის, რაც ხდება ამ დღეებში, მხოლოდ მოლოდინებია, დაახლოებით ისეთი, როგორც საფონდო ინდექსების ვარდნაა“, - ასე აფასებს ლარის გაუფასურებას ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია. ის საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე შესაბამის პოსტს ავრცელებს.

"ბიზნესპრესნიუსი" აკაკი ცომაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ლარის კურსის ვარდნა ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ის, რაც ხდება ამ დღეებში, მხოლოდ მოლოდინებია, დაახლოებით ისეთი, როგორც საფონდო ინდექსების ვარდნაა ვოლ-სტრიტზე. მოლოდინი აღმოჩნდება თუ არა სწორი იმ რეალობის მიმართ, რომელიც უკავშირდება მომავალში ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ა.შ. შემცირების რაოდენობებს, არავინ იცის, მაგრამ სხვა თანაბარ პირობებში, ანუ, თუ რაიმე ცუდი მოვლენა არ მოხდა (განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოდ), ადამიანებმა ნელ-ნელა უნდა დაიწყონ დოლარის კონვერტირება, ვინაიდან ჭირდებათ ლარი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად. სხვა თანაბარ პირობებში, ლარის ვარდნა მალე უნდა გაჩერდეს და დაიწყოს გამყარებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ძალზე გაბედული პროგნოზია ჩემი მხრიდან, მაგრამ მაქვს ამის მოლოდინი",-წერს აკაკი ცომაია.