„საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

„საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ და „გალტ & თაგარტმა” „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ პირველი ობლიგაციების წარმატებით განთავსების შესახებ განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ობლიგაციების მთლიანმა გამოშვებამ 10 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,ობლიგაციის ვადა კი 3 წლით განისაზღვრა. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.75%–ია, სარგებლის გადახდა ნახევარ წელიდადში ერთხელ მოხდება. ობლიგაციების განთავსების აგენტი საქართველოს ბანკის შვილობილი საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტი“ იყო. „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციები ქვეყანაში არასაფინანსო ორგანიზაციის პირველი ფასიანი ქაღალდია, რომელიც ბირჟაზე განთავსდა.

დეველოპერული კომპანიის „m²“ ობლიგაციების ორი განთავსების შემდეგ, „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ფასიანი ქაღალდების გამოშვება „გალტ & თაგარტისთვის“, წელს ობლიგაციების ადგილობრივი განთავსების მესამე წარმატებული შემთხვევაა.