კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, რუსთაველის თეატრში დაგეგმილი ყველა ღონისძიება და სპექტაკლი 1-ელ აპრილამდე მოხსნილია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის თეატრიდან აცნობეს.
„როგორც მოგეხსენებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. ვითვალისწინებთ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. რუსთაველის თეატრი გადადის ონლაინ რეჟიმში მუშობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოხსნილი სპექტაკლების სალაროში შეძენილი ბილეთების თანხა გაიცემა სალაროში 1-ელი აპრილის მერე.
Biletebi.ge-ზე შეძენილი ბილეთების თანხა მაყურებელს დაუბრუნდება საბანკო ანგარიშზე.