დღეიდან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და დღეიდან ზღუდავს სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლებს სრულ დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.

„დღეიდან მომხმარებლებს ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge, რის შემდეგაც ოპერატორი განცხადებას დისტანციურად დაარეგისტრირებს. პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდის www.gwp.ge, ცხელი ხაზისა - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით. რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის მომსახურებას, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.