ესტონეთი და ლატვია საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ

ლატვიასა და ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ორივე ქვეყანაში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთავრობას და სამართალდამცველებს შესაძლებლობას აძლევს მკაცრი კონტროლი დაწესდეს მოგზაურობაზე და საჯარო შეკრებებზე.

ესტონეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 27, ლატვიაში კი 16 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი შეწყდება თურქეთსა და სომხეთშიც.