”ანტიფეისბუქი” Ello პოპულარული ხდება

სოციალურ ქსელ Ello-ში გაწევრიანების სურვილს ყოველ ერთ საათში 31 ათასზე მეტი ადამიანი გამოთქვამს.

ამის შესახებ Ello-ს დამაარსებელმა პოლ ბუდნიცმა ”ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თავდაპირველად ქსელი დაახლოებით, 90 ადამიანზე იყო გათვლილი, რომელთა უმეტესობას მისი მეგობრები შეადგენდნენ. თუმცა, მოგვიანებით ბუდნიცმა, რომელიც ველოსიპედების მაღაზიას ფლობდა, მისი გახსნა სხვა ადამიანებისთვისაც გადაწყვიტა. Ello-ს ანტიფეისბუქსაც უწოდებენ, სადგანაც სოციალური ქსელი თავის მომხმარებლებს ყოველგვარი რეკლამებისგან გათავისფლებას სთავაზობს. საიტს მინიმალისტური დიზაინი აქვს და თავის კონკურენტებთან შედარებით უფრო ადვილად გამოსაყენებელი ჩანს.

”გზადაგზვა ვსწავლობთ, ამასთან ერთად, ძალიან ძლიერი ტექნიკური მხარდაჭერა გვაქვს” - ამბობს პოლ ბუდნიცი. ”ჩენ არ განვიხილავდით ”ფეისბუქს” კონკურენტის სახით. ის ჩვენთვის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს რეკლამისთვის. ჩვენ კი სოციალური ქსელი ვართ” - განმარტავს Ello-ს დამფუძვნებელი. პოლ ბუდნიცი დებს პირობას, რომ ადრე თუ გვიან, მის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი ფულის გამომუშავებასაც შეძლებს.

”სოციალური ქსელის ტრადიციული უფასო მოდელი ოდითგანვე წარმოადგენდა წარმატების გასაღებს” - ამბობს კომპანია Forrester-ის მკვლევარი ანალიტიკოსი ჯეიმს მაკივი. ”თუ გადავხედავთ სხვა სოციალური მედიის Instagram, Pinterest, Whatsapp-ის გამოცდილებას - მიზეზი, რომლის გამოც ისინი მუშაობენ, იმაში მდგომარეობს ,რომ ყველა მათგანი უფასოა”.

ამასთან ერთად, ექსპერტის აზრით, ფასიანი მომსახურება, რეკლამა და პირადი მონაცემების გაყიდვა სოციალური ქსელების ყველა მომხმარებელს არ აშინებს. ”ჩვენი ქცევებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთი კომპანიები იმას გვაძლევენ, რაც გვჭირდება, ამიტომ მათი მოღვაწეობა არავის აღელვებს. არც ერთი სოციალური ქსელი არ კარგავს მომხმარებელს იმის გამო, რომ მან რეკლამა განათავსა საიტზე ან მათი მონაცემები გაყიდა” - განაცხადა მაკივიმ.