საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა.