ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს და მზადყოფნას გამოთქვამს, მათ ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოაწყოს საკარანტინო ზონა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ფედერაცია მზად არის მათ ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოაწყოს საკარანტინო ზონა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში,“ - ნათქვამია განცხადებაში.