როგორც ითვლება, მოდის ინდუსტრიას მამაკაცები მართავენ და ცნობილია ისიც, რომ უამრავი წამყვანი მოდის სახლის მფლობელი მამაკაცია. თუმცა საზოგადოება იცნობს ისეთ ქალბატონებსაც, რომლებიც მსოფლიოში უდიდეს მოდის სახლებს მართავენ.
Prada
კომპანიის ხელმძღვანელი: მიუჩა ბრადა
მიუჩა ბრადა კომპანიას 1978 წლიდან ხელმძღვანელობს. ბრენდი მიუჩას ბაბუამ 1913 წელს დააარსა. იმ დროს კომპანია ტყავის ნივთებს აწარმოებდა.
დროთა განმავლობაში „პრადამ“ საპატიო ადგილი დაიმკვიდრა მოდის ინდუსტრიაში და დღეს ის ერთ-ერთი ძვირად ღირებული ბრენდია.
Rodarte
კომპანიის ხელმძღვანელი: ქეით და ლაურა მალივები
კომპანია Rodarte 2005 წელს დაარსდა. მისი ხელმძღვანელები დები, ქეით და ლაურა მალივებია. ისინი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობენ კომპანიას. დები კოლექციის შექმნისას დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს და ეს ყველა იმ ადამიანისთვისაა ცნობილი, ვინც Rodarte-ს სამოსს ატარებს. ამ ბრენდის კაბები ყოველთვის გამოირჩევა. დიზაინერები ერთ-ერთი კაბის შექმნაზე 150 საათს მუშაობდნენ.
Alexander McQueen
კომპანიის ხელმძღვანელი: სარა ბერტონი
ალექსანდრ მაკქვინის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წელს კომპანიის კრეატიული დირექტორი სარა ბერტონი გახდა. მან მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, როცა 2011 წელს ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა შექმნა.
ბერტონს უამრავი ჯილდო აქვს აღებული, მათ შორისაა „წლის დიზაინერის“ საპატიო ჯილდო, რომელიც 2011 წელს British Fashion Awards-ზე მიიღო.
Chloé
კომპანიის ხელმძღვანელი: ნატაშა რამსეი-ლევი
ნატაშა რამსეი-ლევი კომპანიის კრეტიულ დირექტორად 2017 წელს დაინიშნა. მისი დებიუტი 2017 წელს შედგა, კოლექციამ კრიტიკოსებსა და მოდის ექსპერტებში აღფრთოვანება გამოიწვია.
Givenchy
კომპანიის ხელმძღვანელი: კლერ უეიტ კელერი
კელერი „ჟივანშის“ კრეატიული დირექტორი 2017 წელს გახდა. ის მუშაობდა ისეთ დიდ ბრენდებთან როგორიცაა: Calvin Klein, Gucci და Chloé.
მსოფლიომ ის ფართოდ მას შემდეგ გაიცნო, რაც კელერმა მეგან მარკლის საქორწინო კაბა შექმნა.
Chanel
კომპანიის ხელმძღვანელი: ვირჯინია ვიარდი
ლეგენდარული დიზაინერის კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ, 2019 წელს შანელის მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად ვირჯინია ვიარდი დაინიშნა.
მან მოდის სახლში მუშაობა 1987 წელს დაიწყო და დროთა განმავლობაში ლაგერფილდის „მარჯვენა ხელიც“ გახდა. ის პირველი ქალია, რომელიც „შანელის“ დაარსების დღიდან მოდის სახლს ხელმძღვანელობს.
Fendi
კრეატიული ხელმძღვანელი: სილვია ვენტურინი ფენდი
სილვია მსოფლიოს წამყვანი ბრენდის Fendi-ს კრეატიული დირექტორია. დირექტორობამდე ის ამავე ბრენდის მამაკაცთა და ბავშვთა მოდის ხაზის ხელმძღვანელი იყო. 2019 წელს, კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ ის მთლიანი ბრენდის ხელმძღვანელი გახდა.
ის ფენდის ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ისევ Fendi-ზე მუშაობს. მოდის სახლში ის 1995 წლიდან მუშაობს.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ