2020 წლის აინვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 21,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გასული წლის იანვარში 3 039 797 ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 2 506 446 ლარს.
ამასთან, 2020 წლის იანვარში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 491,540 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 2 449 506 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 98 751 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 58 000 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 40 751 ლარი.
რაც შეეხება 2019 წელს, იანვარში სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 963 648 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 1 649 481 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 6 000 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 59 882 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 72 000 ლარი.