შინაური ცხოველები ხშირად ძალიან გვაყვარებენ თავს და მათ, როგორც ოჯახის წევრებს ისე ვზრდით, ვარქმევთ სახელებს და გამორჩეულად ვურჩევთ საკვებსა თუ საჭირო აქსესუარებს. თუმცა შინაური ცხოველის ყოლას თავისი პრობლემებიც სდევს თან. დასასვენებლად წასვლისას ხშირად ვფიქრობთ, ვის დავუტოვოთ ჩვენი შინაური ცხოველი? შეიძლება თუ არა მისი თან წაყვანა მოგზაურობისას? რომელი ავიაკომპანიები დაგვრთავენ ცხოველით მგზავრობის ნებას და რა თანხებს უკავშირდება ეს.
გთავაზობთ 5 ავიაკომპანიას, სადაც შინაური ცხოველით მგზავრობა ნებადართულია:
1. „ამერიკის ავიახაზები“ - American Airlines ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ცხოველით ფრენისა და მოგზაურობის საშუალებას რთავს ნებისმიერ ადამიანს. შინაური ცხოველის აყვანა თქვენ სკამთანაც კი შეგიძლიათ, თუმცა საჭიროა ცხოველი 20 ფუტს არ აღემატებოდეს და თქვენ ბილეთის საფასურს ერთ გზაზე, მხოლოდ 125$-ს დაამატებთ. თუმცა ფრენათა მიმართულება შეზღუდულია და მხოლოდ მექსიკის, კანადის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებისკენ გადამფრენ მგზავრებზე მოქმედებს.
ამერიკული ავიახაზები სხვა ალტერნატივასაც სთავაზობს ცხოველების მოყვარულ ადამიანებს. თუ ბარგთან ერთად სპეციალურ გალიაში მოათავსებთ თქვენს შინაურ ცხოველს, ბილეთის საფასურს მხოლოდ 200$-ს დაამატებთ და თქვენ ცხოველს ავიაკომპანია მთელი ფრენის განმავლობაში ბარგთან ერთად, პატარა ადგილს გამოუყოფს.
2. ამერიკული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ჯეტბლუ“ - JetBlue“ ერთ-ერთი ის კომპანიაა, სადაც შინაური ცხოველით ფრენა ნებადართულია, თუმცა კომპანიას თავისი პირობები აქვს. თუ თქვენი შინაური ცხოველი არც ისე დიდი ზომისაა და თვითმფრინავის კაბინაში მისთვის ადგილის გამოძებნას შეძლებთ, მაშინ ბილეთის საფასურს ერთ გზაზე, მხოლოდ 125$-ს დაამატებთ. თქვენი შინაური ცხოველი სპეციალური გალიით სკამის ქვეშ მოთავსდება და მთელი ფრენა თქვენც და თქვენი ცხოველიც წყნარად იფრენთ, გაითვალისწინეთ! ერთ მგზავრზე, ერთი ცხოველით მგზავრობაა ნებადართული.
3. „ალეგიანთის ავიახაზები“ - Allegiant Air შინაური ცხოველით მგზავრობისას ერთ გზაზე 100$-ის დამატებას ითხოვს, თუმცა კომპანია მკაცრ ზომებს აწესებს და შინაური ცხოველის ზომა ინჩებში მაქსიმუმ 9X16X9 უნდა იყოს. ამ სერვისით სარგებლობა კი მხოლოდ ამერიკასა და პუერტო რიკოს მიმართულებით წამსვლელი მგზავრებისთვისაა ნებადართული. „ალეგიანთის ავიახაზები“ მგზავრებს სურვილის შემთხვევაში ორი ცხოველის წაყვანის უფლებას რთავს, თანხის დამატება კი საჭირო არ არის.
4. „ფრონტიერის ავიახაზებით“ - Frontier Airlines ფრენისას ცხოველის წაყვანისთვის ერთი მიმართულებით ბილეთის თანხას 75$ დაემატება. თუ ცხოველი 18X14X8 ინჩს არ აღემატება, მაშინ მისი კაბინაში აყვანა ნებადართულია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ცხოველს ბარგთან ერთად მოუწევს მგზავრობა. კომპანია ასევე მგზავრებს ფრენისას, თავიანთი შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც სთხოვს.
5. „ალასკას ავიახაზებით“ - Alaska Airlines სარგებლობისას შინაური ცხოველისთვის ორმხრივი ავიაბილეთის საყიდლად 200$ უნდა გამოყოთ, შემდეგ კი თქვენით შეგიძლიათ აირჩიოთ კაბინაში აიყვანთ თუ ბარგთან ერთად გამოუყობთ მათ ადგილს. ფრენების მიმართულება აქაც შეზღუდულია და ამერიკის შიდა ფრენებისთვის და შინაური ცხოველის თან წასაყვანად ავიაკომპანია იდეალური ვარიანტია.
მოამზადა ელენე მეტრეველმა