დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების ცენტრებში აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების საკონტაქტო ნომრები, რომლებიც დაგეხმარებიან კონკრეტული საკითხების მოგვარებაში ან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში.