2022 წლიდან საფრანგეთი პლასტმასის შეფუთვაში არსებული ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვას კრძალავს

2022 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთი პლასტმასის შეფუთვაში არსებული ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვას კრძალავს.

FruitNews-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში პოლიეთილენის ნარჩენების შემცირებაა.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ შეეხება 1.5 კმ-ზე მეტი წონის პროდუქტებსა და ხილ-ბოსტნეულის დიდ ტვირთებს, რომლებიც პლასტიკური შეფუთვის გარეშე სწრაფად ფუჭდება.

როგორც ცნობილია, კონკრეტულ პროდუქტებს საფრანგეთის ხელისუფლება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაასახელებს.

გარდა ამისა, 2022 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთში ხილსა და ბოსტნულზე პლასტმასის (ან პლასტიკური) ეტიკეტის გამოყენებაც აიკრძალება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეტიკეტი მხოლოდ ქაღალდისგან უნდა იყოს დამზადებული.

როგორც ცნობილია, ცვლილება არა მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს, არამედ ქვეყანაში ექსპორტირებულ პროდუქტებსაც შეეხება.

ბექა ბერიაშვილი