ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები „14 მარტიდან საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე“. ინფორმაცია დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანება, სადაც მითითებულია აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლის სრულად შეზღუდვის ხანგრძლივობა, გაიცა დღეს, 11 მარტს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აფხაზეთის ე.წ. კორონავირუსისგან დაცვის უწყებათაშორისი შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ იმოგზაურონ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია დაფიქსირებული.
ცნობისთვის, დე ფაქტო ოფიციალური პირების მონაცემებით, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება.