თურქეთი ევროპის 9 ქვეყანასთან ავიამიმოსვლას წყვეტს

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თურქეთი ევროპის 9 ქვეყანასთან ფრენებს წყვეტს, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა მგზავრებს აღარ მიიღებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან.

შეზღუდვა ძალაში დღიდან შევა და 17 აპრილამდე იმოქმედებს.

„თურქეთის ავიახაზების“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მოქალაქეები ბილეთებზე ჯავშნის შეცვლას უფასოდ შეძლებენ.

შეგახსენებთ, თურქეთში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა.

აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო - მსოფლიოში პანდემიის გამო 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირების საფრთხე არსებობს
ეიფელი განუსაზღვრელი ვადით იკეტება