მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო - მსოფლიოში პანდემიის გამო 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირების საფრთხე არსებობს

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს განცხადებით, მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირების საფრთხე არსებობს, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულ პანდემიას უკავშირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში მოგზაურობის რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს 25 %-ით, რაც სამუშაო ადგილების 12-14%-ით შემცირებას გამოიწვევს.

ორგანიზაცია ტურიზმსა და მოგზაურობის პროფილის სხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, გარკვეულ ზომებს აქვეყნებს, რომელთა გატარება აუცილებელია სექტორის სწრაფად აღსადგენად, მას შემდეგ, რაც ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით კონტროლს დაექვემდებარება.

ამ ზომებს შორის არის სავიზო რეჟიმების გამარტივება და ვიზების მოსაკრებლების შემცირება. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება სასაზღვრო კონტროლის გავლისას. მათი შეთავაზებაა აეროპორტების დატვირთვისა და საბაჟო პოლიტიკის შემსუბუქება.

აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ეიფელი განუსაზღვრელი ვადით იკეტება
თურქეთი ევროპის 9 ქვეყანასთან ავიამიმოსვლას წყვეტს