თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში შეკრებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
ამასთან, კახა კალაძე საზოგადოებას მიმართავს, რომ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებისგან. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისათვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამემამულეს,” - განაცხადა კალაძემ.