საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 30 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-54.