ლარის გაუფასურების ისტორიული რეკორდი - რა ღირს დოლარი ბანკებში

ლარმა გაუფასურების ისტორიული რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9942 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3421 ლარია. კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე 3 ლარს აღემატება.

კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3.09 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2,97 ლარად შეუძლიათ;

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3.08 ლარად, მისი გაყიდვა კი 3 ლარად არის შესაძლებელი;

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 3.09 ლარად, მის გაყიდვას კი 2,95 ლარად შეძლებენ;

„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.09 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.95 ლარად შეუძლიათ;

3.09 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 3.0450 ლარად შეძლებენ.

თაია არდოტელი