პარიზი-თბილისის რეისით დაბრუნებული 50- მდე მგზავრი კარანტინს თელავში გაივლის.
ყველა მათგანი ერთ სასტუმროშია მოთავსებული, სადაც მათ ყოველდღიურად მედიკოსები შეამოწმებენ, პერსონალი კი სპეციალური აღჭურვილობით იქნება.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, არცერთ მგზავრს ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა 14 - დღიან პერიოდს იზოლაციაში გაატარებენ.
ამ დროისთვის კახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 82 ადამიანი იმყოფება.