„სურსათის მარაგის შეძენით მოსახლეობა თავად ქმნის კრიზისულ მდგომარეობას“

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე ორი დღეა, რაც ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჰი­პერ­მარ­კეტ "კარ­ფუ­რის" და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი დახ­ლე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი. ambebi.ge-ს ცნობით, რო­გორც ირ­კვე­ვა, ძი­რი­თა­დად მო­თხოვ­ნა პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზეა, მათ შო­რის არის ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ბოსტნე­უ­ლი და სხვა, ასე­ვე ჰი­გი­ე­ნუ­რ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. ხალ­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა დი­ღომ­ში მდე­ბა­რე "კარ­ფურ­ში" შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განუცხადა, „სამწუხაროდ, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება“. მისივე თქმით, ამის მიზეზი პანიკაა, თუმცა, ჭყონიას განცხადებით, ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან ქვეყანაში სურსათის მარაგი არის და დეფიციტი არ შეიქმნება.

პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, მოქალაქეები სურსათის მარაგის შექმნით, თავად ქმნიან კრიზისულ მდგომარეობას, რაც არასწორია. ამის შესახებ პროფესორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„არ ვიცით, ეს ამბები რამდენ ხანს გასტანს, მუდმივი მარაგის შექმნა კი არ შეიძლება, ამით ჩვენ თვითონ ვქმნით კრიზისულ მდგომარეობას, რადგან როდესაც რიგ პროდუქტებზე მოთხოვნა არის გაზრდილი, მათი მიწოდება შემცირდება და ფასები გაიზრდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია და აუცილებელიც კი, რომ მსგავსი სიტუაციების დროს ქვეყანაში იყოს სტრატეგიული მარაგები. მაგრამ დღეს წინა წლებში დაშვებულ შეცდომებს ვიმკით. მაგალითად, ყველაფრის გაუაზრებელი პრივატიზაცია. მოვახდინეთ შენობების პრივატიზაცია, სადაც ინფექციური საავადმყოფო იყო და დღეს ინვესტორი, რომელიც ფლობს ამ შენობებს, საავადმყოფოს რემონტის შესაძლებლობას არ აძლევს. ეს არის ბრმა პრვატიზაცია და დღეს ამის დასჯის საშუალებები უნდა იყოს. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ ბრმა პრივატიზაციის შედეგად, ვხედავთ, რომ ქვეყანას დღეს სჭირდება ინფექციური საავადმყოფო, მართალია, გვყავს კვალიფიციური კადრები და მთავარი სწორედ, ექიმები/მედიკამენტები არიან და არა კედლები, მაგრამ ის კედლებიც ნორმალური უნდა იყოს, რომ ადამიანს ღირსეულად გაჩერება შეეძლოს,“-განაცხადა პაპავამ „360 გრადუსში“.

თაია არდოტელი