„გვაქვს კორონავირუსის ე.წ მესამეული გადაცემა - მესამეული და მეოთხეული გადაცემა როდესაცაა, ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დაფიქსირებულ 5 შემთხვევაში არის ე.წ მესამეული გადაცემა.

„გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული გადაცემა როდესაც გვაქვს, სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.